შალვა პაპუაშვილი: ფულს რომ აძლევ აქ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ, შენივე ფულით დაბეჭდილი პლაკატით წაახალისონ, კეთილი ინებე და პასუხი აგე. არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს

არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„რაც შეეხება [ხელისუფლების] არაღიარებას, სინამდვილეში, მარტივად საჭიროა მუხლის წაკითხვა, რომელიც ეხება ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ. ეს არის მისი სათაური და არსი: კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ მოწოდება, ხელისუფლების ორგანოებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება, ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ მოწოდება, საკუთარი თავის წარმოჩენა როგორც სხვა ხელისუფლება.

პასუხისმგებლობიანი დონორის განმარტება არ გესმით. გგონიათ, რომ ფული მიეცი და ხელები დაიბანა, ესაა. ასე არ არის. ფულს რომ აძლევ აქ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ, შენივე ფულით დაბეჭდილი პლაკატით წაახალისონ, კეთილი ინებე და პასუხი აგე. არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საფრანგეთის შს მინისტრი ლორან ნუნიესი: ევროპის რამდენიმე ქვეყანა საარჩევნო პროცესების დროს...

საფრანგეთი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონმდებლობას ამკაცრებს. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა სენატის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: „ქვეყნის უსაფრთხოება მხოლოდ მის საზღვრებსა თუ...