20 თებერვალი, პარასკევი, 2026
20 თებერვალი, პარასკევი, 2026

დავით მათიკაშვილი – „ლელომ“ გაზომოს საკუთარი რეიტინგები და შეიძლება, პოლიტიკურ სპექტრში ყოფნაზეც უარი თქვან, რადგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ – ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული

„ლელომ“ გაზომოს საკუთარი რეიტინგები, რამდენი უჭერს მხარს და თუ ობიექტურად მიუდგებიან ამ საკითხს, შეიძლება მარტო პოლიტიკურ სპექტრში ყოფნაზეც უარი თქვან, რადგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ – ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელოს” განცხადებას, რომ „გააგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი”.

მისი თქმით, „ლელოს“ განცხადება თავის გადარჩენისთვის, უცხოეთიდან პატრონებისთვის გამიზნული ინფორმაციაა და რეალური შედეგი არ მოჰყვება.

„ძალიან საშიშები იქნებიან მარტო დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისთვის – ეს ხუმრობით. ერთად რა გააკეთეს, რომ ცალკე რამე მოახერხონ?

სერიოზულად რომ მივუდგეთ, ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის და პოლიტიკური პარტიისთვის ამოსავალი წერტილი საზოგადოების მხარდაჭერაა. თუ საზოგადოების მხარდაჭერა არ გაგაჩნია, რა გინდა პოლიტიკაში? „ლელომ” გაზომოს საკუთარი რეიტინგები, რამდენი უჭერს მხარს და თუ ობიექტურად მიუდგებიან ამ საკითხს, შეიძლება მარტო პოლიტიკურ სპექტრში ყოფნაზეც შეიძლება უარი თქვან, რადგან არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, ნულს რომ ნული დავუმატოთ, არის ნული. ბუნებრივია, საკუთარი თავის გადარჩენისთვის, უცხოეთიდან პატრონებისთვის გამიზნული ინფორმაციაა და რეალური შედეგი არ მოჰყვება”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ძლიერი საქართველო – ლელო“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გააგრძელებენ პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი.კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით, თუმცა „ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის კონკრეტულ, საერთო ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე და ქმედით სამოქმედო ფორმატებში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები