20 თებერვალი, პარასკევი, 2026
20 თებერვალი, პარასკევი, 2026

ნიკოლოზ სამხარაძე: ბოლო 35 წლის განმავლობაში რუსეთთან სამი სხვადასხვა ომი გვქონდა. არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან

არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

სამხარაძის თქმით, ბოლო 35 წლის განმავლობაში საქართველოს რუსეთთან სამი სხვადასხვა ომი ჰქონდა.

„უახლოეს წარსულში ჩვენ რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე საქმე მოვიგეთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ასევე, ცოტა ხნის წინ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სახელით, რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამო. ვფიქრობ, საღი აზრია, რომ თუ ქვეყანა, ახლო ურთიერთობაშია მეორე ქვეყანასთან, მას საერთაშორისო სასამართლოებში არ უჩივის. შესაბამისად, არ მოვითმენთ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებს, მათ შორის არც ჩვენი პარტნიორებისა და მეგობრებისგან“, – აღნიშნა მან.

ნიკოლოზ სამხარაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიმართ რუსეთთან თანამშრომლობის შესახებ გაჟღერებულ უსაფუძვლო ბრალდებებს უპასუხა.

„თქვენ ახსენეთ, რომ საქართველო რუსეთთან არის დაახლოებული. მსურს შეგახსენოთ, რომ საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა ამ დარბაზში, რომელსაც ბოლო 18 წელია რუსეთთან არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, ასევე 2008 წლის შემდეგ არ გვქონია ორმხრივი პოლიტიკური შეხვედრები. ჩვენ რუსებს მხოლოდ ჟენევაში ვხვდებით, ეუთოს, ევროკავშირისა და აშშ-ს თანდასწრებით, რომ განვიხილოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა . ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც მათ ვხვდებით“, – განაცხადა მან.

ავტორი:

ბოლო სიახლეები