19 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
19 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელი ქსელური მარკეტების კომერციულ პირობებზე: ერთ-ერთი კომპონენტი გახლავთ ის, რომ მათ რა ფასზეც შეუთანხმდები, ვალდებულებას გაკისრებენ, რომ სხვას ამაზე იაფად არ მიუტანო

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა ქსელურ მარკეტებთან არსებულ კომერციულ პირობებზე ისაუბრა.

ალექსანდრე რატიშვილმა დაასახელა ის კომპონენტები, რომლებიც უშუალოდ შედის კომერციულ პირობებში და პრობლემებს წარმოადგენს მწარმოებლებისთვისაც.

„პირველი კომპონენტი არის ე.წ ქეშბექი. მეორე – კომპონენტი გახლავთ შესვლის გადასახადი, მესამე კომპონენტი – ადგილზე, თაროს გადასახადი, მეოთხე კომპონენტი გახლავთ ვალდებულება, რომ რამდენ მაღაზიასაც გახსნიან შენ ყველგან უნდა შეხვიდე, მეხუთე კომპონენტი არის, ის რომ, მათ რა ფასზეც შეუთანხმდები, ვალდებულებას გაკისრებენ, რომ სხვას ამაზე იაფად არ მიუტანო. მეექვსე კომპონენტი ეს არის გადახდის ვადები,“- განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები