19 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
19 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე: სიბინძურის, ცილისწამების, ამორალიზმის გენერატორი – რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე

გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში ეხმიანება „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია 2015 წლით დათარიღებულ „სქრინზე“, რომელიც ელისო კილაძემ 2025 წელს მამუკა მდინარაძის „მხილებისთვის“ გამოიყენა, მისი ჩვეული ხელწერით, სადაც არ არსებობს იმის რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სქრინზე აღნიშნული კრიპტოვალუტა მამუკა მდინარაძეს ეკუთვნოდა.

გამსახურდია, კილაძეს, „სიბინძურის, ცილისწამების, ამორალიზმის გენერატორს“ უწოდებს და აცხადებს, რომ რაც ელისო კილაძეს აქვს ნაკადრები მთელი ცხოვრების განმავლობაში, მსგავსი არავის არაფერი უკადრია.

„სიბინძურის, ცილისწამების, ამორალიზმის გენერატორი ქალი. ვითომ რომ ტიპობდა, თითქოს რამე იცოდა ამ კუდის შნირმა და იმაზე ადრე ავთო იოსელიანის ინფორმატორმა. რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე. ამას ვინებიც იყენებდნენ, ისენი კიდევ ცალკე ფსკერია,“- წერს გიორგი გამსახურდია.

ცნობისთვის, 2025 წლის 14 ივლისს, ელისო კილაძემ სოციალურ ქსელში მიმართა მამუკა მდინარაძეს: „ან შენ იქნები პოლიტიკაში, ან მე ჟურნალისტიკაში“ და იქვე დააანონსა, რომ დილა მამუკა მდინარაძის სკანდალით დაიწყებოდა. შემდეგ დღეს კი გაავრცელა „სქრინი“, რომელზეც განაცხადა რომ ეს იყო მამუკა მდინარაძის ბიტკოინ საფულე.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=10241016071050027&id=1564774775&rdid=yURtIKqcIlJdvqLY#

ავტორი:

ბოლო სიახლეები