„ხალხის ძალის“ დეპუტატი, სოზარ სუბარი გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების ინიციატივით გამოდის.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, გუბერნატორის ინსტიტუტი საკმაოდ მოძველებულია.
მისივე თქმით, ზედმეტი რგოლები ყველა გადაწყვეტილებას ანელებს.
„მართლა არ მესმის, რა საჭიროა ზედმეტი რგოლები, ამიტომ ან ერთი უნდა გაუქმდეს, ან მეორე. ამ შემთხვევაში, ჩემი წინადადებაა, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი არის საკმაოდ მოძველებული. პირადად მე, გუბერნატორების უმრავლესობას კარგად ვიცნობ, პატივს ვცემ პიროვნულად, კარგი ადამიანები და საკმაოდ ქმედითები არიან. რაღაც პერიოდი ვიყავი კიდეც ამ მიმართლებთ კურატორი, მაგრამ მიმაჩნია, რომ როდესაც შეიქმნა სამინისტრო, საკმაოდ დიდი ფუნქციებით, ეს არის ზედმეტი რგოლი“, – განაცხადა სუბარმა.









