თქვენ ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე ქადაგებთ, ეს არის თქვენი სახე, ეს არის დავალებები, რაც მოგდით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრებს.
მისივე თქმით, როდესაც პარლამენტში ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვასა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე იყო საუბარი, გახარიას პარტიის წევრები დარბაზიდან გაიქცნენ, რადგან ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული.
“გულწრფელად მივმართავ ფრაქცია “საქართველოსთვის” წევრებს. გულწრფელად მრჩება შთაბეჭდილება, რომ უბრალოდ არ მოგისმენიათ დღეს პრემიერ-მინისტრის გამოსვლისთვის. დარწმუნებული ვარ, არამხოლოდ მე მრჩება ეს შთაბეჭდილება. როდესაც საუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე, კითხვას სვამთ არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე, როდესაც აქ ვმუშაობდით თქვენ პირდაპირი მნიშვნელობით გაიქეცით, ვერც უარყავით, ვერც დაადასტურეთ, უბრალოდ გაიქეცით, დარბაზშიც არ ყოფილხართ სამარცხვინოდ, სწორედ ამას ვამბობ.
ასევე, შთაბეჭდილება მრჩება, გსიამოვნებთ რომ გახსენებთ და კი ბატონო შეგახსენებთ ყოველთვის რას წარმოადგენთ და რა ძალას წარმოადგენთ. იმიტომ გაიქეცით, რომ გითხრეს გაიქეცით და არ შეხვიდეთ ამ თემაში, პოლემიკაში. დღეს გამოხვედით და თურმე გული შეგტკივათ და აქ გვესაუბრებით დემოგრაფიაზე და ოჯახურ ღირებულებებზე. დღეს გაგახსენდათ ეს ყველაფერი, მაგრამ რა გასაკვირია, როდესაც თქვენი თანამოაზრეები და გუშინ გითხარით თქვენ ხართ ის ნარჩენი, რომელიც შემოხვედით იმ სცენარიდან ვინც გარეთ დარჩა, ისინიც დღეს ქადაგებენ, ვინც ომს ითხოვდა აქ რუსთაველის გამზირზე და დღეს მშვიდობას ქადაგებენ. თქვენ ოჯახურ ღირებულებებზე კანონის განხილვას გაურბიხართ, დღეს ოჯახურ ღირებულებებზე ქადაგებთ, ეს არის თქვენი სახე, ეს არის დავალებები, რაც მოგდით სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევთ ამ ყველაფერს”, – განაცხადა კირცხალიამ.









