17 თებერვალი, სამშაბათი, 2026
17 თებერვალი, სამშაბათი, 2026

ეკა სეფაშვილი: მაიკ ბენცმა ხაზი გაუსვა სიმართლეს, რომ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები იყო დაფინანსებული სწორედ იმ ძალების მიერ, ვინც აფინანსებდა ამ არეულობას

„მაიკ ბენცმა უბრალოდ ხაზი გაუსვა იმ ჭეშმარიტებას და იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს დასაზიანებლად გარე ძალების მოქმედებებზე ამერიკელი ექს-მაღალჩინოსნის მაიკ ბენცის განცხადებაზე. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ საქართველოში, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები უცხოური ფინანსებით ხდებოდა.

პარლამენტის წევრმა აღნიშნა ისიც, რომ არეულობის დაფინანსების წყაროების გაშიფვრა, არ შედიოდა დამფინანსებლების ინტერესებში.

„მაიკ ბენცმა უბრალოდ ხაზი გაუსვა იმ ჭეშმარიტებას და იმ სიმართლეს, რასაც ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ – დიახ, ეს გამოსვლები იყო დაფინანსებული სწორედ იმ ძალების მიერ, ვინც აფინანსებდა ამ არეულობას. რა თქმა უნდა, მათ ინტერესებში არ იყო დაფინანსების წყაროების გამჟღავნება,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები