17 თებერვალი, სამშაბათი, 2026
17 თებერვალი, სამშაბათი, 2026

მაიკ ბენცი ქართველ რადიკალებზე: ჩვენ პირდაპირ განვათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი. ისინი იქ იმისთვის გავგზავნეთ, რათა შეეჩერებინათ კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააგებინებდა, რომ ჩვენ მათ ვასპონსორებთ

ჩვენ პირდაპირ განვათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი. ისინი იქ იმისთვის გავგზავნეთ, რათა შეეჩერებინათ კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააგებინებდა, რომ ჩვენ მათ ვასპონსორებთ, – აცხადებს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, მაიკ ბენცი, რომელიც საქართველოში 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის კანონთან“ დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციებზე საუბრობს.

„არა, ჩვენ პირდაპირ განვათავსეთ ჩვენი დაქირავებული ხალხი. ხალხი, ვინც ქუჩაში გავიდა, ჩვენი გავლენის კვანძებია. ისინი არიან USAID-ის ხელფასზე, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელფასზე, დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ხელფასზე და ჩვენ ისინი იქ იმისთვის გავგზავნეთ, რომ შეეჩერებინათ კანონი, რომელიც ქართულ საზოგადოებას გააგებინებდა, რომ ჩვენ მათ ვასპონსორებთ“, – განაცხადა ბენცმა.

ექსპერტის განმარტებით, აშშ-ის ინტერესებში შედის, რომ სხვა სახელმწიფოებმა არ იცოდნენ, თუ ვინ ფინანსდება სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ისა თუ „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) მიერ, რათა ამ ორგანიზაციებმა შეუფერხებლად შეძლონ ადგილობრივ პოლიტიკაზე ზეგავლენა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები