პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგება.

მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის შემდეგ, ფრაქციების თავმჯდომარეებს მიეცემათ საშუალება კითხვები დასვან, რის შემდეგაც პრეზიდენტი დასკვნითი სიტყვით გამოვა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მოხსენება მოიცავს მნიშვნელოვან საკითხებს.

მათი თქმით, განსაკუთრებით საინტერესო იქნება პრეზიდენტის მხრიდან ბოლო პერიოდში გამართული მაღალი დონის შეხვედრების დეტალური შეფასება.

„პრეზიდენტის მოხსენება მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელზეც მას სურს აქცენტის გაკეთება, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მას არაერთი საინტერესო, მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის კრიტიკულად აუცილებელი შეხვედრა ჰქონდა ბოლო პერიოდში. შესაბამისად, ძალიან საინტერესო იქნება მიხეილ ყაველაშვილის მხრიდან ამ შეხვედრებზე უფრო დეტალური ანგარიშის მოსმენა, – აღნიშნავს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან მაჭავარიანი: არ წარმომიდგენია, რომ მსოფლიოში რომელიმე მმართველ პარტიას ჰყავდეს ამათზე...

"ღამის კურიერში" სტუმრობისას, ლევან მაჭავარიანი კითხვაზე - საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორ ხედავს ის პოლიტიკურ პროცესებს, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ამასთან...