17 თებერვალი, სამშაბათი, 2026
17 თებერვალი, სამშაბათი, 2026

მიმდინარე სასესიო კვირაში, პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და რეგიონული განვითარების მინისტრს მოუსმენს

საკანონმდებლო ორგანოში, 17 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, ხოლო 18 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის და რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის ინტერპელაციები გაიმართება.

„პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრეზიდენტის მოხსენების დღეს სხვა საკითხები არ განიხილება. ამიტომ, ხვალ ერთადერთი საკითხი – საქართველოს პრეზიდენტის მოხსენება იქნება, ოთხშაბათს კი, ორი ინტერპელაცია გვექნება. ინტერპელაციის წესით შეკითხვებს ჯერ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უპასუხებს. ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ მას შეკითხვით მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით მიმართა. ამის შემდეგ კი, რეგიონული განვითარების მინისტრის, კახაბერ გულედანის ინტერპელაცია იქნება, რომელსაც შეკითხვით ფრაქციამ „საქართველოსთვის“ მიმართა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ბიუროს დღის წესრიგის თანახმად, პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირაში პირველი და მეორე მოსმენით განსახილველ კანონპროექტებზე იმსჯელებს, მათ შორის: „ფაქტორინგის შესახებ“ კანონპროექტზე, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებაზე და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილებაზე.

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ განსახილველად ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს გადასცა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები