ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციის პროექტს, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს „ტრანსგენდერი ქალები ქალებად სრულად აღიაროს“.
რეზოლუციას მხარი 340-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 141 წინააღმდეგი იყო. 68 ევროპარლამენტარმა თავი შეიკავა.
„ხაზგასასმელია ტრანსგენდერი ქალების ქალებად სრული აღიარების მნიშვნელობა და აღსანიშნავია, რომ მათ ინკლუზიურობას აქვს დიდი მნიშვნელობა გენდერული თანასწორობისა და ძალადობასთან ბრძოლის ნებისმიერი პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის; მოვუწოდებთ აღიარონ ტრანსგენდერი ქალები და მათ თანაბარი წვდომა მიეცეს დაცვისა და მხარდაჭერის სერვისებზე“, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.









