12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

ეკა სეფაშვილმა გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის მდივანმა, პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა, 11–12 თებერვალს, ჟენევაში, გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სესიის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკანონმდებლო ჩარჩოს მნიშვნელობას.

გაერო-ს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის (CESCR) 79-ე სესიის მე-7 შეხვედრაში ეკა სეფაშვილის გარდა მონაწილეობას იღებდა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

პარლამენტის წევრების განცხადებით, საქართველოსთვის ბავშვთა უფლებები პრიორიტეტია, ხოლო დისკრიმინაციის წინააღმდეგ ეროვნული კანონი იცავს ყველა ადამიანის უფლებას და თანასწორობას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები