12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

ზორან მილანოვიჩი: ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის. ამისი გადახვევა მინდოდა ტვინში, ვფიქრობდი, როგორ ვიგრძნობდი თავს ჩემს ქვეყანაში რომ ჩამოსულიყვნენ

„ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის. ამისი გადახვევა მინდოდა ტვინში, ვფიქრობდი, როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში“, – განაცხადა ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ზორან მილანოვიჩმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

ზორან მილანოვიჩის თქმით, მისთვის მიუღებელია თვითონ იდეა, რომ წნეხს ახორციელებ პოლიტიკურად მცირე, იზოლირებული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სირთულე აქვს ევროკავშირთან.

„როგორც ბატონი ყაველაშვილი ამას ეძახის, ამას აკეთებს ბრიუსელის ბიუროკრატია, ევროპული ბიუროკრატია. ისინი ჩემი სახელით ვერ ილაპარაკებენ და არც მივცემ ამის უფლებას, რომ ხორვატიის სახელით ილაპარაკონ. ამიტომაც აქ პირადად ჩამოვედი. აბსოლუტურად გულახდილად რომ მოგახსენოთ 2025 წელს არ ყოფილა ვიზიტი ევროკავშირიდან და მე ბოდიშს ვიხდი გამონათქვამისთვის, მაგრამ ეს სიგიჟეა. მე მინდა ჩამოვიდე აქ, მინდა ჩამოვიდე ქვეყანაში, რომელსაც ადანაშაულებენ პრორუსულობაში, პრომოსკოვურ პოზიციაში, პროპუტინისტურ პოზიციაში, მაგრამ მე სხვა გამოცდილება მაქვს. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელსაც დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს მოსკოვთან და აბრალებენ, რომ რუსეთის აგენტია, მე ამას ვერ ვიგებ. ამიტომ, გადავწყვიტე პირადად ჩამოვსულიყავი, რომ მენახა თუ რა ხდება.

ვნახე მინისტრები ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ამისი გადახვევა მინდოდა ტვინში, რადგან ვფიქრობდი, მე როგორ ვიგრძნობდი, ეს პოლიტიკოსები რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში, ჩემს დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე. ვინც არ უნდა იყვნენ, არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში, არცერთ მხარეზე არ უნდა დადგე. ჩემთვის მიუღებელია თვითონ იდეა, რომ წნეხს ახორციელებ პოლიტიკურად მცირე, იზოლირებული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც სირთულე აქვს ევროკავშირთან“, – აღნიშნა ხორვატიის პრეზიდენტმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები