12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026
12 თებერვალი, ხუთშაბათი, 2026

საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა აიკრძალება

საქართველოში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილის შემოყვანა აიკრძალება
პარ­ლა­მენ­ტში წარ­ვად­გი­ნეთ კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს 6 წელ­ზე მეტი წლო­ვა­ნე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნა­ზე აკ­რძალ­ვის და­წე­სე­ბას, – ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 864 ათა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და წლე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 2 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა.
„სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტოს სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი. 2012 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში 864 ათა­სი ავ­ტო­მო­ბი­ლი იყო რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და წლე­ვან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ მაჩ­ვე­ნე­ბელ­მა 2 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა. ვხე­დავთ, რა მას­შტაბ­ზეა სა­უ­ბა­რი. ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ასე­თი ზრდა იწ­ვევს ერთი მხრივ, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის გა­დატ­ვირ­თვას და მე­ო­რე მხრივ, ეკო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობთ, რომ აქაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

ამის­თვის, ჩვენ პარ­ლა­მენ­ტში წარ­ვად­გი­ნეთ კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს 6 წელ­ზე მეტი წლო­ვა­ნე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შე­მოყ­ვა­ნა­ზე აკ­რძალ­ვის და­წე­სე­ბას მცი­რე გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი იქ­ნე­ბა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თუმ­ცა, ვფიქ­რობთ, რომ არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია 6 წელ­ზე მეტი წლო­ვა­ნე­ბის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი არ იყოს ქვე­ყა­ნა­ში შე­მოყ­ვა­ნი­ლი. ეს არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეკო­ლო­გი­ის­თვის, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის და ადა­მი­ა­ნე­ბის კომ­ფორ­ტუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ირაკლი კობახიძე – 2026 წელს...