მიხეილ სარჯველაძე ვიოლა ფონ კრამონზე – ბოლო ხანებში ეს პიროვნება ძალიან გამოირჩა რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით თუ რადიკალიზაციის მხარდაჭერით

ბოლო ხანებში ეს პიროვნება [ვიოლა ფონ კრამონი] ძალიან გამოირჩა რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით თუ რადიკალიზაციის მხარდაჭერით – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის მისვლის შესახებ დასმულ კითხვაზე.

სარჯველაძემ გაიხსენა მარტის საპროტესტო აქციების დროს, ვიოლა ფონ კრამონის მიერ გაკეთებული განცხადება, როდესაც მან თბილისში გამართული აქცია მაიდანს შეადარა.

„გვახსოვს მაგალითად, 7 მარტს როდესაც აქცია დაიწყო, ასე გამოეხმაურა – ეს ყველაფერი მაიდანს მაგონებსო, თითქოს სასურველი დაინახა, თორემ პარალელის გავლების შესაძლებლობა მას არ ჰქონდა ობიექტურად. ამის შემდეგ ის ჩამობრძანდა საქართველოში და მივიდა შინაარსით სრულიად გაუგებარ აქციაზე, თორემ ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავის პოზიცია. რაც შეეხება იქ გაკეთებულ განცხადებებს, ესეც მეჩვენება, რომ ცოტა უცნაურად გამოიყურება. თუ ვინმე ეგულება სხვა, ვინც მოლოტოვის კოქტეილი ისროლა და შესაბამისად, მიაწვდის ინფორმაციას სამართალდამცავ უწყებებს, ვფიქრობ, რომ აქაც არ იქნება გაუმართლებელი რეაგირება, მაგრამ ის ვინც იდენტიფიცირებულია და ვიზეც სხვათა შორის ოპოზიციონერები თავიდან ამბობდნენ, რომ სუსიდან მართული ადამიანები იყვნენ, მათგან მართული და მხარდაჭერილი ადამიანები აღმოჩნდნენ. ასეთ უცნაურობებში გაეხვა ძალაუნებურად ჩვენი ოპოზიცია და საკუთარი სურვილით ეხვევა ამ უცნაურობებში მაგალითად ვიოლა ფონ კრამონი“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც „ევრონიუსის“ ორგანიზებით გაიმართება. სამიტზე, რომელიც პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს, განიხილავენ, რას...