ზურაბ ქადაგიძე ლაზარე გრიგორიადისზე: ვის რაში აინტერესებს მაგისი სექსუალური ორიენტაცია, მოძალადეა და უნდა დაისაჯოს

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციებზე დაფიქსირებული ძალადობრივი მოვლენების გამო დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აფასებს.

მისი თქმით, გრიგორიადისის მხარდამჭერები, ძალადობას აპროტესტებენ იმ ფონზე, როცა პოლიციელისთვის ცეცხლის წამკიდებლის გამართლებას ცდილობენ.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, დაკავებულის სექსუალური ორიენტაცია არაფერ შუაშია იმ ფაქტთან, რომ ძალადობის ჩამდენმა პირმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

„ერთი ხელით ვითომ ძალადობას აპროტესტებენ-ხოლმე და მეორე ხელით პოლიციელის ცეცხლის წამკიდებელს ამართლებენ! საით მიგყავთ თემა? ვის რაში აინტერესებს მაგისი სექსუალური ორიენტაცია, მოძალადეა ჩვეულებრივი და უნდა დაისაჯოს! პოლიციელები მოსაკლავად გაიმეტა და ესენი მხარს უჭერენ. ესაა ნაცების რეალური სახე!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ბერა ივანიშვილის უფლებადამცველმა ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TVპირველის“ წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი...

ბერა ივანიშვილი მის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ითხოვს „ფორმულამ“ და „TV პირველმა“ უარყონ დეზინფორმაცია და სამართლებრივი გზით აგონ პასუხი გავრცელებულ ბრალდებებზე, რომელსაც რეალობასთან კავშირი არ...