4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ედიშერ გვენეტაძე: პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას, ხალხს, სახელმწიფოს

არ დაგავიწყდეთ ეს პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის დროზე ასე წერდა და გაჰკიოდა: “ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა, ამისათვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და მთელ ოპოზიციას დიდი მადლობა”! – ასე ეხმაურება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას საქართველოს პარლამენტში.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი არის უცხო ქვეყნის რეზიდენტი საქართველოში.

„არ დაგავიწყდეთ ეს პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავის დროზე ასე წერდა და გაჰკიოდა: “ზვიად გამსახურდია, როგორც დიქტატორი დაამხო დემოკრატიულმა ძალებმა, ამისათვის თენგიზ კიტოვანს, ჯაბა იოსელიანს, თენგიზ სიგუას და მთელ ოპოზიციას დიდი მადლობა”!
დღევანდელი გამოსვლიდან გამომდინარე
მკაფიო და ნათელია, რომ ეს პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი სინამდვილეში არის უცხო ქვეყნების რეზიდენტი საქართველოში!
ანუ ძაღლის კუდი არ გასწორდების….
პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი ბრალს დებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის არ შეუერთდა საერთაშორისო აქციებს და ქვეყანა არ დააქცია!
პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი ფარისეველია, უცხოა, ყიდის იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლის უსაფრთხოების გარანტი თავად უნდა იყოს!
პრეზიდენტად წოდებული რეზიდენტი სამკვდრო-სასიცოცხლოდ უპირისპირდება საქართველოს ხელისუფლებას, ხალხს, სახელმწიფოს!
პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყოველნაირი მიუღებელი ფორმით ცდილობს საქართველო ჩააბას ომში!
ეს კი ნიშნავს საქართველოს საბოლოო განადგურებას!
აი ამის განხორციელებას აპირებს პრეზიდენტად წოდებული სინამდვილეში კი რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი!“ – წერს გვენეტაძე facebook – ზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.