„9 აპრილს, 17:00 საათზე უნდა დაიწყოს დერუსეთიზაციის და დეოლიგარქიზაციის პროცესი“. – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ახალგაზრული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ.
9 აპრილის აქციის კამპანიის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს შეხვედრებს მოსახლეობასთან. დღეს, თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ირაკლი ნადირაძე, ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად, სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს და მოსახლეობა 9 აპრილს, 17:00 საათზე, აქციაზე მიიწვიეს.
მათი თქმით, 9 აპრილს უნდა დაიწყოს დერუსეთიზაციის და დეოლიგარქიზაციის პროცესი, რადგან საზოგადოებამ სრულად ამხილა და სრულად ლუსტრირებულია „ქართული ოცნების“ რუსული ხელისფულება;
„9 აპრილს, 17:00 საათზე უნდა დაიწყოს დერუსეთიზაციის და დეოლიგარქიზაციის პროცესი, რადგან საზოგადოებამ სრულად ამხილა და სრულად ლუსტრირებულია „ქართული ოცნების“ რუსული ხელისუფლება. საზოგადოება თანხმდება, რომ ამ ქვეყანას უნდა ჰქონდეს ევროპული მომავალი. ჩვენ ამისთვის გავერთიანდებით და ყველას გელოდებით 9 აპრილს, 17:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე“. – განაცხადა იგორ ნარმანიამ
ირაკლი ნადირაძე აღნიშნავს, რომ მოსახლეობის განწყობა პოზიტიურია და მიუხედავად „რუსული კანონის“ გააწვევისა, რუსული მთავრობა მაინც რჩება ხელისუფლებაში;
„ვემზადებით 9 აპრილის აქციისთვის, ვარიგებთ ბუკლეტებს, ვხვდებით ადამიანებს, განწყობა არის ძალიან კარგი, ყველა იცის, რომ “რუსული კანონი“ კი გააწვევინეს, მაგრამ რუსული მთავრობა არსად არ წასულა, ამიტომ ყველანი უნდა ვიყოთ ფხიზლად. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენი 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, რადგან საქართველო უნდა გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი და, რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციების განუყოფელი ნაწილია პოლიტპატიმრები – მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია იყვნენ თავისუფლები და ეს ასე იქნება“. – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ
ირაკლი ნადირაძესთან და იგორ ნარმანიასთან ერთად, ასევე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, გიორგი კუპატაძე, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ერთად, მტკიცედ დგომა;
„ადამიანები დაიღალნენ უსამართლობით ამ ქვეყანაში და ეს ყველაფერი უნდა გადავტეხოთ და ამისთვის ერთად უნდა ვიდგეთ. ხალხს კარგად აქვს გააზრებული როგორი მნიშვნელოვანია ერთად დგომა და როგორი მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვისთვის ვიყოთ ერთად, ვიყოთ მტკიცედ და ეს ხელისუფლება დავასრულოთ იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ეშველოთ და ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ევროპული განვითარების შესაძლებლობა და არ აღმოვჩნდეთ რუსულ ჭაობში“. – განაცხადა გიორგი კუპატაძემ









