რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ

ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში, რომელიც ხასიათდება კრიზისებითა და ომებით. ამ რთულ პირობებში ჩვენ შევძელით, აგვეშენებინა ძლიერი, დამოუკიდებელი თურქეთი და ამას მოფრთხილება სჭირდება. გავაგრძელებთ ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ ომი ჩვენს მიწაზე არ მოვიდეს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩათრევას არ დავუშვებთ. რომ არა ბოლო ორი წლის განმავლობაში თურქეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი დასავლური ძალა თურქეთს რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში ჩაითრევდა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენი მიზანია, უკრაინასა და რუსეთს შორის სამართლიანი და მყარი მშვიდობა იყოს მიღწეული. იმედი მაქვს, რომ ეს ომი ჩვენი მტკიცე შუამავლობით დასრულდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი...

„მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც მკაფიოდ და ნათლად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახლად შემოერთებულებისგან, არ იგრძნობა...