საქართველოს მომავალი ევროპული საბჭოს ოჯახთან მტკიცედ არის დაკავშირებული – ჩარლი ფლანაგანი

საქართველოს მომავალი ევროპული საბჭოს ოჯახთან მტკიცედ არის დაკავშირებული – ამის შესახებ საკუთარ Twitter-ზე ირლანდიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჩარლი ფლანაგანი წერს.

ჩარლი ფლანაგანმა შეხვედრა გამართა ნიკოლოზ სამხარაძესთან, მაია ბითაძესთან და დავით სონღულაშვილთან, სადაც ქართველმა დეპუტატებმა ირლანდიელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

“რეფორმების ფართომასშტაბიანი პროგრამა წინ მიიწევს. საქართველოს მომავალი ევროპული საბჭოს ოჯახთან მტკიცედ არის დაკავშირებული,” – წერს ირლანდიის პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე საკუთარ “ტვიტერზე”.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი...

„მთელი საქართველო უყურებს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს, სადაც მკაფიოდ და ნათლად დავინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, როგორც ძველების, ისე ახლად შემოერთებულებისგან, არ იგრძნობა...