5 ოქტომბერი, შაბათი, 2024
5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

ზურაბ აზარაშვილი: დაახლოებით 200 მილიონი ლარით ნაკლების გადახდა მოუწია ჩვენს მოსახლეობას იმ მედიკამენტებში, რომლებიც თურქეთიდან შემოდის

შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ დაახლოებით 200 მილიონი ლარით ნაკლების გადახდა მოუწია ჩვენს მოსახლეობას იმ კონკრეტულ მედიკამენტებში, რომლებიც გასული წლის თებერვალ-მარტიდან თურქეთიდან შემოდის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ქრონიკაში განაცხადა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს მნიშვნელოვანი დანაზოგია ჩვენი მოქალაქეებისთვის.

„დაახლოებით, 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა ამ შეღავათით“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

2022 წლის იანვარში თურქეთის ბაზარი გაიხსნა და საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების შემოტანა დაიწყო.

ავტორი:

ბოლო სიახლეები