„ევროკავშირს მოუწევს აირჩიოს საითკენ ვითარდება – ერთი, მას აქვს გამოფხიზლებისა და რებრენდინგის მოწყობის საშუალება და მეორე, ის ასეთი ფორმაციით ვეღარ გაარძელებს არსებობას,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, როდესაც კომენტარი გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას მიერ აშშ-ს სტრატეგიის შეფასებაზე. აშშ-ს პოზიციას გადახედოს ევროკავშირთან ვაშინგტონის შემდგომ თანამშრომლობას, კოშტა ევროპის საქმეებში ჩარევად აფასებს.
ზურაბ ქადაგიძის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განსაზღვრა, რომ არ აპირებს ურთიერთობას ევრობიუროკრატიასთან და ეძებს პარტნიორებს ევროპულ ქვეყნებში.
„პირველ რიგში უნდა დავინახოთ ის სურათი, თუ რა შესთავაზა ტრამპმა მსოფლიოს. ეს შეიძლება იქცეს ტრამპის დოქტრინად, რაც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ცვლის აშშ-ს ბოლო 10 წლის საგარეო ორიენტირებს და მკაფიოდ განსაზღვრებას აძლევს არა მარტო ევროკავშირს, არამედ მსოფლიოს. კერძოდ, შტატები იწყებს საკუთარ ეროვნულ ინტერესებზე საგარეო კურსის აწყობას და განმარტავს, თუ რას მიიჩნევს ეროვნულ ინტერესად, რატომ აკეთებს ამას და რა არის ხელშემშლელი ფაქტორი. სამწუხაროდ, როგორც არ უნდა მოგვწონდეს ტრამპის დამოკიდებულება, ის ცალსახად მოუწოდებს ევროპას და მიუთითებს, რომ ის ცივილიზაციურ კრიზისში იმყოფება. ერთ-ერთ პუნქტად მან აღნიშნა, რომ ევროპაში არის უკონტროლო მიგრაცია, რომ ევროპა განიცდის დემოგრაფიულ და პოლიტიკურ პრობლემებს და რომ ის არ აპირებს ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ასეთ პარტნიორობას. შესაბამისად, ის ეძებს პარტნიორებს ევროპულ ქვეყნებში.
აქ დაინახა ანტონიო კოშტამ ჩარევა ევროპულ სუვერენიტეტში, რომელიც ჩემი აზრით, მეათეხარისხოვან პლანზეა გადასული. იდეაში ევროკავშირი დღეს წარმოადგენს ბიუროკრატების ჩრდილოვან ფილიალს თავისი კრიზისებით. აქ ტრამპმა ცალსახად განსაზღვრა, რომ ის არ იქნება ბრიუსელის ამ ფორმაციის მხარდამჭერი და ევროკავშირს მოუწევს აირჩიოს როგორ ვითარდება – ერთი, მას აქვს გამოფხიზლებისა და რებრენდინგის მოწყობის საშუალება, რათა გადაერთოს საკუთარი უსაფრთხოების, მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების ახალ ორიენტირებზე და მეორე, ასეთი ფორმაციით ვეღარ გაარძელებს არსებობას. შესაბამისად, შეიძლება ვიხილოთ ევროკავშირი დაშლილ მდგომარეობაში,“ – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.









