7 დეკემბერი, კვირა, 2025
7 დეკემბერი, კვირა, 2025

“შეიმუშავეთ თანმიმდევრული და ეფექტური პოლიტიკა რუსეთის ჰიბრიდული ომის საპასუხოდ, რომელიც, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპას” -პრეზიდენტის როლში განგრძობადად მყოფი ზურაბიშვილი ევროკავშირს მიმართავს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თითოეულ მინისტრს ინდივიდუალურად მიმართა წერილით, რომელშიც აღწერს „საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და ბოლო პერიოდის პოლიტიკური პროცესების მწვავე განვითარებას“. ამის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, წერილში სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას ამახვილებს „იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და ევროპულ გზას ემუქრება“.

„პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, შეიმუშაონ თანმიმდევრული და ეფექტური პოლიტიკა რუსეთის ჰიბრიდული ომის საპასუხოდ, რომელიც, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად ევროპას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები