4 ოქტომბერი, შაბათი, 2025
4 ოქტომბერი, შაბათი, 2025

მამუკა ხაზარაძე – ძალადობა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს – ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომელიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენს

ძალადობა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს – ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომლებიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენენ!, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს.

„ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ არჩევნებით, კონსტიტუციური გზით უნდა მოხდეს – ეს გზა ავირჩიეთ ჩვენ და მტკიცედ გვწამს ამის! ძალადობა მიუღებელია ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ის. ამასთან პროცესების ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს.

აქვე, ვგმობთ დღევანდელი პროცესის ორგანიზატორების ყველა მცდელობას, რომლებიც საერთო სახალხო მშვიდობიანი პროტესტის დისკრედიტაციას ახდენენ!

ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია – საზოგადოება გახლეჩილი. ერთადერთი სწორი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივ დანიშვნაა!“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები