4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ნიკოლაშვილის თქმით, ლიდერ-ორგანიზატორის ქცევები მეტყველებს იმაზე, რომ ის არის ტაქტიკური ხელმძღვანელი და ორგანიზატორი, ხოლო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები კარგად იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს და მცირე ძალებით ცდილობენ დიდი სურათის შექმნას, რაც გამოუვიდათ

„ამ ფონზე ჩემი ინტერესის საგანს კვლავ ინტელიგენტი ტრენერ-პედაგოგი წარმოადგენს, სად დგას? რას აკეთებს? როგორ რეაგირებს? აქ დგას, ეპიცენტრში, იგივე ლურჯი საწვიმარი აცვია. თვითონ არ იგინება, მაგრამ არც გვერდში მდგომთა გინებაზე რეაგირებს. თვითონ არ ჩხუბობს, მაგრამ არც ჩხუბის შეკავებას ცდილობს. ცდილობს გააშველოს, მაგრამ ვერც აშველებს. ყველა ნერვიულობს, თვითონ მშვიდადაა. ეტყობა რომ კარგად იცის რაც იქნება, რაც მოხდება და სადამდეც მივა. და სწორედ ამ ქცევაზე ეტყობა, თუ ვინ არის ველის ორგანიზატორი, ტაქტიკური გადაწყვეტის ხელმძღვანელი და სასურველი შედეგის დამდები.

მე არ ვიცი, კანვასებში ასწავლიან ამ მეთოდებს თუ ინსტრუქტაჟის სხვა სახელმძღვანელოც არსებობს, მაგრამ მიდგომა მარტივია:
მათ იციან რომ ისინი არიან ცოტა. არიან უმცირესობა. არიან ექსტრემისტები და მარგინალები. მათ იციან რომ საზოგადოება საბოლოო ჯამში არჩევს მტყუან-მართალს. მაგრამ მათ ასევე იციან რომ უპირატესობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს, იციან „ინგლისური და კომპიუტერი“, იციან როგორ შექმნან სურათი და გააჩინონ აღქმები.

შესაბამისად, იყენებენ ამ უპირატესობას.
„ავუფრიალოთ ხარს წითელი ნაჭერი და ის თვითონ გამოიქცევა მახვილისკენ“ – უხსნის პედაგოგი შეგირდებს, – „კამერა კი გადაიღებს მხოლოდ მოძალადე ხარს“.

„რომ არ გამოიქცნენ“? – კითხულობს შედარებით ჭკვიანი შეგირდი, – „მაშინ ყველა დაინახავს რომ ხარი სუსტია, რომელსაც დავკლავთ და შევჭამთ“ – უხსნის პედაგოგი.
8 სექტემბერს მედიამ იმუშავა და სასურველი მასალაც დააგროვა.

„მაგრამ, ჩვენ გვჭირდება ძალის ჩვენებაც. როგორ დავკლავთ ხარს, თუ ძალა არ გვექნა“? – ქადაგებს პედაგოგ-ტრენერი – „ყველამ უნდა დაინახოს რომ ეს ქალაქი ჩვენია“!

9 სექტემბერს ფაშისტური ბირთვი უკვე გაძლიერებული შემადგენლობით მოვიდა. წინა რიგებში მოვარდნილმა რეგიონალურმა რეკრუტებმა რკინის ჯებირები მყისვე მოარღვიეს და პირდაპირ დედის გინება ჩართეს. ხალხის მასაში ჩანს რომ ამჯერად ტრენერებსა და სპიკერებში მატებაა, ისინი მდუმარედ დგანან და თავის დროს ელიან, როდის მიუშვერენ მიკროფონს, მიაწოდებენ მეგაფონს, ჩართავენ ლაივში თუ სხვა შესაფერ აქტივობაში. წივილის, კივილისა და ჩხუბისთვის სხვა ხალხია მოყვანილი“, -წერს ნიკოლაშვილი.

გურამ ნიკოლაშვილის განცხადებით, ორგანიზატორ-პედაგოგ-ტრენერებმა კარგად იციან საქართველოს განვლილი ათწლეულები და ისიც, თუ როგორ წყდებოდა დაპირისპირება და სადამდე მიდიოდა ის, შესაბამისად ცდილობენ სხვისის ხელითა და სისხლით მიიღონ ეს ყოველივე.

„ოცნების შტაბში შევდივარ, გუშინდელთან შედარებით კიდევ უფრო ხალხმრავლობაა. დაძაბულობა და ემოცია აქაც მატულობს. რამდენიმე წუთიც და ეს ხალხი გარეთ იხუვლებს, შედეგი კი მონაგონი იქნება. შეტაკებაში ყველაზე მეტად ვინც დაზარალდება, ესეც არაერთხელ გვინახავს. ასეთი სურათის შემხედვარეს გიცოცხლდება განვლილი ოთხი ათეული წლის მანძილზე რაც გინახავს, როგორ იწყებოდა დაპირისპირება და სადამდე მიდიოდა.

შეუძლებელია მეორე მხარეს მდგომი ორგანიზატორ-პედაგოგ-ტრენერები ამას ვერ ხედავდნენ. ხედავენ, იციან, ესმით. და სწორედ ეს უნდათ. სხვისი ხელით. სხვისი სისხლით. სხვისი წივილით, კივილით და ნერვებით.

დღეს 10 სექტემბერია. გაგრძელება იქნება“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.