4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გურამ ნიკოლაშვილი ყურადღებას ამახვილებს აქციის მონაწილეთაგან ერთ-ერთზე და მას, როგორც ლიდერ-ორგანიზატორს ისე მოიხსენიებს. აღნიშნული პიროვნება ზუსტად ითვლიდა პროვოკაციის ეტაპებს მშვიდობის მოთხოვნიდან სიტყვიერ შეურაცხყოფამდე, რათა მიეღო სასურველი დაპირისპირება და მედიისთვის საკვები მიეწოდებინა

„სწორედ აქ შევნიშნე მათი მაღალი, სათვალიანი, ინტელიგენტური გარეგნობის წვეროსანი წევრი, რომელიც განვითარებულ მოვლენებს პედაგოგიური სიმშვიდით და მდუმარედ აკვირდებოდა. დამახასიათებელი გარეგნობის გამო მისი ამოცნობა არ გამჭირვებია და გამახსენდა, რომ ის სხვა კადრებშიც არაერთხელ მინახავს. ნეტა საქმე გვაქვს მარშ-მოძრაობის რიგით წევრთან თუ მის ლიდერ-ორგანიზატორთან? – დამებადა კითხვა.

შაბათ-კვირას, 6-7 სექტემბერს მელიქიშვილზე არავინ მოსულა. როგორც ჩანს ეს ორი დღე მომდევნო კვირის ორგანიზებაზე დახარჯეს და უკვე ორშაბათს, 8 სექტემბერს მობილიზებულები გამოჩნდნენ. ბრძოლის ველზე ჯერ მედია შეიკრიბა. საერთოდ ტელემედიის რაიმე ადგილზე იმგვარად გამოჩენა, სადაც კონკრეტულ მომენტში არაფერი ხდება, დაგეგმილ პროვოკაციაზე ნათლად მეტყველებს. რაკი მათი სცენარი გაცხადდა, ოცნების შტაბშიც ხალხმრავლობა და თავდასხმისთვისაც მზაობა იყო.
წინა მოვარდნისას ყურადღებით ვუსმენდი მათ მეგაფონში გახმიანებულ განცხადებებს. რას ითხოვს ბოლოსდაბოლოს ეს ხალხი კონკრეტულად, გარდა იმ ზოგადი ფრაზებისა, რასაც უწყვეტ პროტესტს ეძახიან? „არ მივცემთ შტაბს მუშაობის საშუალებას“, „დისკომფორტი უნდა შევუქმნათ“ და მისთ. ძველებს ალბათ ახსოვთ ნაცმოძრაობის პედაგოგიკის ვარსკვლავის ლოზუნგი „მეტ კომფორტზე“, რომელიც დღევანდელ ოპოზიციურ ექსტრემიზმში „მეტმა დისკომფორტმა“ ჩაანაცვლა. ბოიკოტისტთა, ექსტრემისტთა და აკაცუკთა გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ფრონტმა როგორც ჩანს “მეტი დისკომფორტის” შექმნაზე უკეთესი სამოქმედო გეგმა ვერ შვა.

მაგრამ, ამ ძალების ორგანიზატორ-ტრენერებსაც აქვთ კოგნიტიური უნარები და კარგად იციან სად გადის გამოსაწვევ პირთა წითელი ხაზი. სასამართლოსა და პოლიციაზე აგებული მელოდიური ჰანგების შემდეგ აუცილებელია დედის გინებაზე გადასვლა, თუკი გსურს რომ დაპირისპირებულისგან სასურველი შედეგი და შემხვედრი დინამიკა მიიღო. მედიას მასალა ჭირდება, რისთვისაა აბა მოსული.

შედეგმაც არ დაახანა. შეხლა-შემოხლა ქუჩის გადაკეტვისას მანქანების მოძრაობის შეფერხებამ გამოიწვია, ლოკალური შეტაკება ხალხმრავალ ჩხუბში გადაიზარდა და როცა საქმე მასობრივ დაპირისპირებამდე მივა, შემდეგ იქ მტყუან-მართლის და მომხრე-მოწინააღმდეგის გარჩევა ჭირს“,- წერს გურამ ნიკოლაშვილი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.