ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი- პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ როგორც აქამდე, ქალაქისა და ჩვენი უბნის განვითარება წარმატებით გაგრძელდება, შედეგს კი თითოეული მოქალაქე იგრძნობს

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი ზღვისუბნის მე-10 და მე-11 კვარტლის მოსახლეობას შეხვდა და არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.

ის პირობას აძლევს მოსახლეობას, რომ ქალაქის განვითარება წარმატებით გაგრძელდება.
მისივე თქმით, „ყველა ერთად ვიაქტიურებთ იმისათვის, რომ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ზღვისუბანში და გახდეს თანამედროვე, ევროპული ქალაქის გამორჩეული ნაწილი“.

„დღეს, ზღვისუბნის მე-11 მრ, I კვარტალს ვესტუმრე. შევხვდი ამომრჩეველს და ვისაუბრეთ უბანში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ასევე, მომდევნო 4 წლის გეგმებზე, რომელიც კახა კალაძის გუნდს კარგად გააზრებული და გაწერილი აქვს. პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ როგორც აქამდე ქალაქისა და ჩვენი უბნის განვითარება წარმატებით გაგრძელდება, შედეგს კი თითოეული მოქალაქე იგრძნობს.
საინტერესო შეხვედრა გვქონდა ზღვისუბნის მე-10 კვ, N38ა კორპუსის მცხოვრებლებთანაც. მიხარია, რომ აქტიურად არიან ჩართულები რაიონისა და ქალაქის განვითარების საქმეში. მათ ყველაზე კარგად იციან თუ რა სჭირდება ზღვისუბანს და მეც ვეცნობი ამ საჭიროებებსა და სურვილებს. მომავალში კი ყველა ერთად ვიაქტიურებთ იმისათვის, რომ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ზღვისუბანში და გახდეს თანამედროვე, ევროპული ქალაქის გამორჩეული ნაწილი“- წერს ირაკლი ბენდელიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...