„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზამურ ჭითანავა, ადგილობრივ მოსახლოებასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.

მერობის კანდიდატის ცნობით, მას ბალახაურის, ჭაპალის, სამტრედოსა და მწყნეთის მაცხვორებლებთან ჰქონდა შეხვედრები.

„მორიგი საინტერესო, მეგობრული შეხვედრა მქონდა ბალახაურის, ჭაპალის, სამტრედოსა და მწყნეთის მოსახლეობასთან.

მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია საშუალებას მაძლევს უშუალოდ მოვისმინო მათი საჭიროებები, ვუპასუხო შეკითხვებს და მათ გავუზიარო ჩემი და ჩემი გუნდის სამომავლო გეგმები.

მჯერა, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას,“ – წერს ზამურ ჭითანავა სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...