The Guardian: ევროკავშირის ხუთ უდიდეს სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, ბლოკმა აშშ-თან დადებული გარიგებით საკუთარი მოქალაქეები გაყიდა

The Guardian-ის ცნობით, ევროკავშირის ხუთ უდიდეს სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ევროკომისიამ საკუთარი მოქალაქეები გაყიდა, როდესაც ამერიკის პრეზიდენტთან სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში ვაშინგტონის დაწესებულ ტარიფებს დათანხმდა.

გამოკითხულ რესპონდენტთა 52% ივლისში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ მიღწეულ შეთანხმებას „დამამცირებლად“ აღიქვამს.

შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირმა ამერიკას სამრეწველო საქონელზე დაწესებული ყველა ტარიფი უნდა გაუუქმოს, თუმცა თავად 15-პროცენტიანი ტარიფი დაუწესდა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...