ქედის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” მამუკა თურმანიძე: ყველა სოფელში, ყველა თემში, ყველა უბანში მისული ვარ, ვიცი მათი გამოწვევები, ასევე რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი

ქედის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, მამუკა თურმანიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება და მის პრიორიტეტებს აცნობს.

როგორც თურმანიძე აღნიშნავს, ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მისი მთავარი ამოცანაა, შესაბამისად, სოციალური სახლების მშენებლობა და ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამა კვლავ პრიორიტეტად დარჩება. გარდა ამისა, მერობის კანდიდატის თქმით, ყურადღება მიექცევა სხვა არაერთ მიმართულებას.

“ყველა სოფელში, ყველა თემში, ყველა უბანში მისული ვარ, ვიცი მათი ყოფა-ცხოვრება, მათი გამოწვევები, ასევე რა გაკეთდა და რა არის გასაკეთებელი. მაქსიმალურად ვეცდებით, ჯერ მოსახლეობის მოთხოვნები იყოს დაკმაყოფილებული და შემდეგ, ზოგადად ერთიანი, შეჯერებული აზრებით მივხედოთ ქედის მუნიციპალიტეტს, ინფრასტრუქტურის ნაწილი იქნება ეს, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური თუ სხვა მიმართულებით,” – აცხადებს მამუკა თურმანიძე.

მერობის კანდიდატის თქმით, აპირებს, რომ იზრუნოს ქედის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისებაზე, ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობასა და ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...