“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაქარია წიკლაურმა მოსკოვის გამზირზე რამდენიმე კორპუსის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

“ქართული ოცნების” ქვემო სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაქარია წიკლაური მოსკოვის გამზირის 36-ე “ბ” და მე-18 “ე” კორპუსის მცხოვრებლებს შეხვდა.

თავდაპირველად კანდიდატმა ადგილობრივებთან საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს დიდ ეკრანზე უგულშემატკივრა და მათთან ერთად აღნიშნა ნაკრების გამარჯვება.

შემდეგ კი გაიმართა შეხვედრა, რომელზეც აღინიშნა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების პირობებში ამ სივრცეში ბევრი რამ გაკეთდა – გამოიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგო ასფალტი და სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა დასახელებულ კორპუსებს შორის მდებარე სკვერს, თუმცა არსებობს პრობლემებიც. კერძოდ, ამავე არეალში არის 36-ე “ე” ავარიული კორპუსი, რომლის ჩანაცვლებაც, როგორც კანდიდატმა განაცხადა, აუცილებლად მოხდება მაცხოვრებლების 100% თანხმობის შემთხვევაში.

ამავე ლოკაციაზე მოსახლეობამ მოითხოვა მინი სტადიონის მოწყობა, რაზეც ზაქარია წიკლაურმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი მუნიციპალიტეტის მომდევნო 4-წლიან სამოქმედო გეგმაში უკვე გათვალისწინებულია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციისა და მასთან დაახლოებული მედიის დიდი ნაწილის დუმილი განსაკუთრებით თვალშისაცემია. მათ შემყურე კაცს ეგონება, თვითმფრინავმა თბილისს თავზე გადაუფრინა და გზა გააგრძელა...