19 იანვარი, ორშაბათი, 2026
19 იანვარი, ორშაბათი, 2026

აქტიურად ვაგრძელებ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს

ამჯერად, ჭობისხევის და ლარების მცხოვრებლებს შევხვდი.

შეხვედრებზე ვისაუბრეთ როგორც არსებულ საჭიროებებზე, ისე დასრულებულ და მიმდინარე პროექტებზე. მოგეხსენებათ, რომ სოფელ ჭობისხევში დასრულდა კულუბის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სპორტისა და კულტურის წრეებისთვის განკუთვნილ დარბაზებს, ასევე რაბილიტირდა საბიბლიოთეკო სივრცე. მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტუტა, მოეწყო გარე განათების სისტემა და სხვა.

უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლის განმავლობაში ბორჯომის მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრების პირობები.

თქვენი მხარდაჭერა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გულწრფელი მადლობას მოგახსენებთ ამისთვის. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თქვენი მხარდაჭერის იმმედი მაქვს.მოსახლეობასთან ერთად მუშაობით ბევრი პროექტის განვახორციელებთ.

მშვიდობა საქართველოს! მეტი განვითარება ბორჯომს!

ავტორი:

ბოლო სიახლეები