22 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025
22 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ზამურ ჭითანავა, აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, დღეს ხატისსოფლის, ვანათისა და რაჭისუბნის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მერობის კანდიდატმა, ადგილობრივებთან ერთად განიხილა ის საკითხები, რომლებიც თითოეულ სოფელს აწუხებს, აგრეთვე, არსებული პრობლემების დასაძლევად და სოფლების განვითარებისთვის საჭირო ნაბიჯებზე ისაუბრა.

„უშუალო დიალოგში ყველაზე კარგად ვიგებ, რა არის ჩვენი მოქალაქეების რეალური საჭიროებები და პრიორიტეტები. მადლობა თითოეულ თქვენგანს გულწრფელი საუბრისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენს სოფლებს კიდევ უფრო მეტად განვავითარებთ,“ – განუცხადა ზამურ ჭითანავამ ადგილობრივებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები