ირაკლი კობახიძე: გუშინ ვიხილეთ „ ტიტუშკები“ და „ნაცი ორკები“ და სწორედ ასეთია აქციებზე მდგომი „ენჯეოების“ სახეც, ისინი არიან არქიფოს მრევლი, არაფრით განსხვავდებიან „ნაცი ტიტუშკებისგან“ და „ორკებისგან“

აქციებზე მდგომი „ენჯეოების“ წარმომადგენლებიც ჩვეულებრივად არიან არქიფოს მრევლი, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არაფრით განსხვავდებიან, უფრო სწორად თვითონ არიან „ორკების“ შემადგენელი ნაწილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს „ენჯეოებთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მათგანაც დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

„გუშინ რომ ვიხილეთ ჩვენ „ნაცი ტიტუშკები“ და „ნაცი ორკები“, სწორედ ასეთია ამ „ენჯეოების“ სახეც. ყველაზე ტრაგიკული ამ ყველაფერში ისაა, რომ ისინი ქვეყნის გარედან ფინანსდებიან, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათგანაც დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები,“- განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი...

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ...