დღეს შეხვედრაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან და სოფელ დვირის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდათან, ელზა კუჭუხიძესთან ერთად, ვისაუბრეთ სოფლის საჭიროებებზე.
შეხვედრაზე აღვნიშნე, რომ მათი იდეები და საჭიროებები პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვის დროს მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
ასევე, ამომრჩეველთან ვისაუბრე იმ მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ, რაც პარტია „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში განხორციელდა. სოფლებში მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, გაიხსნა ახალი საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და სხვა.
მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!









