მამუკა მდინარაძე: ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს

ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს, – განუცხადა ჟურნალისტებს სუს-ის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ.

„დღეს ამ ქვეყანას ორი მთავარი გამოწვევა აქვს. ერთი ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები. ჩვენ ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ. მეორე გამოწვევა ეს არის გარე ჩარევები. ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის, თუ ევროს ხარჯვის პროპორციულად, გამუდმებული პროვოკაციები არსებობდა და ამ მოწოდებებს, თუ დავალებებს უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი მყარი პოზიცია რომ უსაფრთხოების საკითხები თავის ადგილზეა. ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დღეს დაამტკიცა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი...

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ...