4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

დიმიტრი ხუნდაძე: მამუკა მდინარაძე არის გამოცდილი პოლიტიკოსი და უნდა ველოდოთ როგორც ქვეყნის ინტერესის, ასევე თითოეული მოქალაქის მაქსიმალურ უსაფრთხოებას და დაცულობას

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მედიასთან ეხმიანება. დეპუტატის თქმით, მამუკა მდინარაძე ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და საკმაოდ ეფექტური იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

„მამუკა მდინარაძე არის ძლიერი პიროვნება, გამოცდილი პოლიტიკოსი, კარგი ორგანიზატორი. ის ლიდერული თვისებებით გამოირჩევა და ვფიქრობ, ამ ყველა მონაცემით საკმაოდ ეფექტური იქნება უსაფრთხოების სამსახურის სათავეში. ჩვენ უნდა ველოდოთ როგორც ქვეყნის ინტერესის, ასევე თითოეული მოქალაქის მაქსიმალურ უსაფრთხოებას და დაცულობას,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.