2 სექტემბერი, სამშაბათი, 2025
2 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

თეა წულუკიანი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სხვადასხვა მეთოდით დაიწყო მედიის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა – მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ უკავშირდებოდა მისთვის სასურველ მედიაკომპანიას და სთავაზობდა, რომ „მისი გამხდარიყო“, სანაცვლოდ გრანტებსა და ხელშეწყობას ჰპირდებოდა

საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლამდე ქართული მედია იყო მრავალფეროვანი და მწვავედ რეაგირებდა საზოგადოებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე, რაც თავისუფლების შედარებით მაღალ ხარისხზე მიუთითებდა. „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა, კომისიის დასკვნის წარდგენისას განაცხადა.

თეა წულუკიანის განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო მედიის თავისუფლების შეზღუდვა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა.

„არაერთი საქმის ანალიზის შედეგად, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, სხვადასხვა მეთოდით დაიწყო მედიის თავისუფლების უსაფუძვლო შეზღუდვა და მედიაკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. როგორც საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოვლინდა, ეს მისწრაფება მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ თავისი პოლიტიკური კარიერის ადრეული წლებიდან გამოავლინა. კერძოდ, როდესაც ის გახლდათ საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ის პირდაპირ უკავშირდებოდა მისთვის სასურველ მედიაკომპანიას და სთავაზობდა, რომ „მისი გამხდარიყო“, ხოლო სანაცვლოდ გრანტებსა და ხელშეწყობას ჰპირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დემოკრატიული რეფორმების გატარების დაპირებით და მედიის მნიშვნელოვანი ხელშეწყობით მოვიდა, პრესასთან ხანმოკლე თბილი ურთიერთობის შემდეგ, მან და მისმა გუნდმა ნებისმიერი კრიტიკისა და განსხვავებული აზრის მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულება გამოამჟღავნეს. შესაბამისად, კრიტიკულმა გადაცემებმა, მწვავე შეკითხვებმა და ჟურნალისტურმა გამოძიებამ 2004 წელსვე დაიწყო გაქრობა, ხოლო ზოგიერთმა ოპოზიციურმა მედიამ, მსგავსად სახელმწიფო მედიისა, მთავრობის მხარდაჭერა დაიწყო“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები