4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

გიორგი გახარია: საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა

გულწრფელად გეუბნებით, რომ ვთვლი, საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა, – ამის შესახებ პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ, “ტვ პირველის” ეთერში ჩართვისას განაცხადა.

გახარიას თქმით, ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსია დარჩენილი და შეძლებენ თუ ვერა მის გამოყენებას, დამოკიდებულეია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გარემოზე.

“ჩვენ ამ შეცდომის გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი. შევძლებთ ამის გამოყენებას თუ ვერ შევძლებთ, ეს პირდაპირ დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ გარემოსთან, რომელიც შექიმნება ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნების შემდეგ. ხელისუფლების გაუაზრებელმა ქმედებებმა და ოპოზიციის შეცდომებმა, ქვეყანა დააყენა მდგომარეობაში, როდესაც, 4 ოქტომბრის არჩევნები ასე ჩატარდება თუ ისე ჩატარდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ქვეყანას ბევრად უფრო დიდი გამოწვევები და რისკები აქვს. არჩევნების ჩატარების ხარისხი არ არის მთავარი დეტერმინანტი იმასთან დაკავშირებით, რა მოხდება. არჩევნების შემდეგ რა იქნება – ეს არის.” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

განათლების კომიტეტის სხდომა — 2026 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში

განათლების სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში ბიუჯეტის 98.9% აითვისა

📊🎓 განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2026 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 1.336 მილიარდი ლარი აითვისა — ბიუჯეტის შესრულებამ 98.9% შეადგინა.