გოგლა ჟვანია თბილისში მიმდინარე ეგრეთწოდებულ “მარშზე”: ეს აქცია მცირერიცხოვანია, ბევრად მეტი ადამიანი უნდა მონაწილეობდეს

ჩვენზე, ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ხვალ. ეს აქცია მცირერიცხოვანია, ბევრად მეტი ადამიანი უნდა მონაწილეობდეს ასეთ აქციებში, – ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომელიც მარშში სახელწოდებით “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი” მონაწილეობს და მარშის მონაწილეებთან ერთად, ევროკავშირის წარმომადგენლობისკენ მიემართება.

ჟვანიას თქმით, მას ამ აქციაში მონაწილეობა დაკავებულმა ზვიად ცეცხლაძემ სთხოვა.

“ამ აქციაში მონაწილეობა მთხოვა ზვიად ცეცხლაძემ, სინდისის პატიმარმა და ასეთი 60-ზე მეტი ადამიანი იტანჯება დღეს საპატიმროში. ესენი ჩვენი შვილები არიან და ყველა ქართველმა უნდა გააცნობიეროს.” – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩინეთის და ევროპის დასაკავშირებლად საქართველოს გავლით მიმავალი მარშრუტი ერთადერთი...

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ...