„ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან არასოდეს არაფერი მექნება საერთო“ – თამარ ჩერგოლეიშვილის სკანდალური პოსტი ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდა

თამარ ჩერგოლეიშვილთან დაკავშირებული სკანდალი ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირებისა და შიდა განხეთქილების მიზეზი გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, რვა პარტიის ფორმატში მყოფ პარტიებს მიმართავს, თამარ ჩერგოლეიშვილთან ურთიერთობის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

„ბავშვების მაწყევარ და მაგინებელ პოლიტიკურ ფიგურასთან მე პირადად არასოდეს არაფერი მექნება საერთო”, – აცხადებს ბოკუჩავა, რომლის პათოსსაც იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე და ამბობს, რომ „იქ (გულისხმობს „რვიანის“ ფორმატს), სადაც სპიკერი ჩერგოლეიშვილი გახდა, დასასრულიც ადვილად პროგნოზირებადი იყო“. „რვიანის“ ფორმატში ყოფნა-არყოფნის საკითხის დაყენების მომხრეა კიდევ ერთი ნაციონალი ლევან სანიკიძე.

მოგვიანებით თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში ბოდიში მოიხადა და „ფეისბუქზე” დაწერა, რომ ასე აღარ მოიქცევა. თინა ბოკუჩავას კრიტიკას კი კრიტიკითვე უპასუხა და თქვა, რომ ფედერალისტებს ყოვლად მიუღებლად მიაჩნიათ ნაცმოძრაობა და სურთ, რომ ასეთმა პარტიებმა აღარ იარსებონ.

შეგახსენებთ, პარტია „ფედერალისტების” ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “ფეისბუქზე” კომენტარებში მის მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორებს მათივე „ფეისბუქის” პროფილიდან აღებული მცირეწლოვანი ბავშვების ფოტოების გამოყენებით უპასუხა. აღნიშნულს როგორც ოპოზიციონერების, ისე საზოგადოების მხრიდან „ფედერალისტების“ ლიდერის კრიტიკა მოჰყვა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...