ფრიდრიხ მერცი – პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრა, როგორც ჩანს, არ შედგება

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა, სავარაუდოდ, არ შედგება, – „დოიჩე ველეს“ ცნობით, ამის შესახებ მერცმა საფრანგეთის ქალაქ ბეზანსონში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრამდე განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობები უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავენ „იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტ ზელენსკის და პრეზიდენტ პუტინს შორის შეხვედრა, როგორც ჩანს, არ შედგება – ტრამპსა და პუტინს შორის გასულ კვირას ვაშინგტონში ყოფნისას მიღწეული შეთანხმების მიუხედავად“.

გერმანიის კანცლერი კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმასაც გამოეხმაურა.

„ასეთ უპრეცედენტო თავდასხმას უნდა ვუპასუხოთ. როგორც ჩანს, პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არ შედგება, პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპს შორის გასულ კვირას მიღწეული შეთანხმების მიუხედავად. აშკარაა, რომ ეს არ მოხდება“, – აღნიშნა მერცმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...