USAID-ს, რა თქმა უნდა, საკუთარი პოლიტიკური მიზნები ვერ ექნებოდა, ის იყო ინსტრუმენტი „დიფ სტეიტის“ ხელში. USAID, NED, მსგავსი ორგანიზაციების ხელით აღსრულდებოდა „დიფ სტეიტის“ პოლიტიკა. განსაკუთრებულად ეჭვს იწვევს და არ შემიძლია არ ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამერიკის ხელისუფლება აღიარებს, რომ ეს ორგანიზაციები ამ თანხებს ხარჯავდნენ არაკანონიერად ხელისუფლებების დასამხობად, უცხო ქვეყნებში, არა მხოლოდ უცხო ქვეყნებში ამერიკაშიც კი, ამასაც აღიარებენ, საქართველოზე რატომღაც ჩუმად არიან, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
შარმანაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ იგივე პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში, რაც აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, ტრამპის ადმინისტრაცია დუმს და არაფერს ამბობს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, რაც კითხვებს აჩენს ქართული მხარისთვის.
„საქართველოზე რატომღაც არაფერს ამბობენ, რომ იგივე პროცესები საქართველოშიც ხდებოდა. იგივე აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია რატომღაც სიჩუმეს ამჯობინებს, რაც, რა თქმა უნდა, ეჭვს იწვევს. ერთი ერთში იგივე პროცესები ხდებოდა, ზუსტად იგივე ნეგატიური პროცესები ფინანსდებოდა ამ ორგანიზაციებისგან საქართველოში და მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნების მიმართ ამბობენ ამას, რომ ეს არასწორი იყო, ჯერ ერთი სიტყვა არ უთქვამთ საქართველოს მიმართ, ახალ ხელისუფლებასაც კი. ამიტომ ჩვენ ამ კითხვებს ვსვამთ და დავსვამთ – რატომ?“- აცხადებს შარმანაშვილი.
თენგიზ შარმანაშვილის თქმით, USAID-ის ტიპის ორგანიზაციები ეწოდნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს საქართველოში, რაც გახდა სამართლებრივი საფუძველი პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებისა.
„USAID-ის ტიპის ორგანიზაციები კონკრეტულ პარტიებსაც აფინანსებდნენ, თქვენ გახსოვთ ზოგიერთი მადლობასაც კი უხდიდა არჩევნებში გაწეული დახმარებისთვის. მერე ვეღარ განსაზღვრეს, რომ ამის ხმამაღლა თქმა არ შეიძლებოდა, რაც პირდაპირ არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოში. აი ამით არის გამოწვეული გამოძიება საბოტაჟსა და სხვა ნამოქმედარზე, იმიტომ რომ, უამრავი დარღვევა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი, რომელიც სხვა ქვეყნებშიც დანაშაულია, რაიმე სპეციფიური კი არ არის საქართველოსთვის. ასეთი ტიპის ქმედებები ყველა ქვეყანაში დანაშაულია.
რაც შეეხება ახალი ადმინისტრაციის რეაგირებას ამ საკითხებზე, როდესაც სხვა ქვეყნების მიმართ ასახელებენ, რომ ეს დესტრუქციული ქმედებები ფინანსდებოდა ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ ასეთ ქმედებებზეც რაღაცას იტყვიან და დაგმობენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ეს კითხვები უფრო გაგვიმძაფრდება და ცოტა ეჭვებიც უფრო გაგვიმძაფრდება ამ საკითხთან დაკავშირებით“,- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.