უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, შესაძლოა, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ვეტო აღარ დაადოს. ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
მანამდე გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპმა 18 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების შემდეგ, უნგრეთის პრემიერს დაურეკა, რათა განეხილათ, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთი ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს.