ყიდულობდნენ ათასგვარ ატრიბუტიკას, ურიგებდნენ მომიტინგეებს და აქეზებდნენ, რომ ძალადობრივი აქციები განეხორციელებინათ. ნუ ნერვიულობენ, ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია მას ბრალს არ წაუყენებენ, – განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.
ის დარწმუნებულია, რომ მტკიცებულებების ისეთი მაღალი ხარისხი იქნება, რომ მის სიზუსტეში ეჭვი არავის შეეპარება.
„ისინი ყიდულობდნენ ათასგვარ ატრიბუტიკას, ურიგებდნენ მომიტინგეებს და აქეზებდნენ, რომ ძალადობრივი აქციები განეხორციელებინათ ხელისუფლების წარმომადგენლებისა და შენობების წინააღმდეგაც კი. თქვენ იცით, რომ ხანძარიც კი გააჩინეს საქართველოს პარლამენტში. ნერვიულობენ, რომ თითქოს შევიწროება მოხდება სამოქალაქო საზოგადოების და ა.შ. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ იქნება ეს გამოძიება. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს გამოძიება და შემდგომ სასამართლო, ეს გასაჩივრდება სტრასბურგის სასამართლოში, როგორც წესი ასე აკეთებენ ხოლმე. დარწმუნებული ვარ, რომ მტკიცებულებების ისეთი მაღალი ხარისხი იქნება იმ შემთხვევაში თუ ვინმეს ბრალს წაუყენებენ, რომ არანაირი პერსპექტივა არც ჩვენს სასამართლოს, არც სტრასბურგის სასამართლოში ბრალდებულებს არ ექნებათ. ასე, რომ ნუ ნერვიულობენ. ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია მას ბრალს არ წაუყენებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.
წიწაკის სპრეი, რესპირატორი, ნიღბები, აირწინაღები – რისთვის დაიხარჯა მესამე სექტორის ფული? დოკუმენტი, სადაც ეს ხარჯი იყო გაწერილი, „ქრონიკამ“ მოიპოვა.