ომის დაწყებიდან უკრაინაში სამხედრო ნაწილების უნებართვოდ დატოვებისთვის 200 ათასი, დეზერტირობის გამო 50 ათასზე მეტი საქმეა აღძრული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედია გენერალური პროკურატურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ მხოლოდ წელს სამხედრო ნაწილების უნებართვოდ დატოვების მუხლით 110 500-ზე მეტი საქმე დარეგისტრირდა.
როგორც მედია აღნიშნავს, უკრაინის არმიაში დეზერტირების რაოდენობამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოიმატა.