აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში ომის დასრულება სურს.
Fox News-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე, ალასკაზე ტრამპთან შეხვედრის დროს, უთქვამს თუ არა პუტინს, რომ მას ომის დასრულება სურს, უიტკოფმა უპასუხა: „აბსოლუტურად. მაგიდაზე სამშვიდობო წინადადება დევს. მას ეს ნამდვილად უთქვამს და იმედი მაქვს, რომ ის კვლავ ამ აზრზეა“.
„ვფიქრობ, პუტინმა კეთილსინდისიერი ძალისხმევა გასწია ჩართულობისთვის. მან ნამდვილად გააკეთა ეს ალასკის სამიტზე. თუმცა, ეს ძალიან რთული კონფლიქტია. პრეზიდენტი [ტრამპი] მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის დასრულებას. მან უდიდესი სამუშაო გასწია შვიდი სხვადასხვა კონფლიქტის მოსაგვარებლად, რადგან მას მთელი გულით სურს, რომ ადამიანების ხოცვა დასრულდეს. ვიმედოვნებ, როდესაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის თვალსაზრისით შეფასების დრო მოვა, ფართოდ იქნება აღიარებული მის მიერ გაწეული სამსახური“, – განაცხადა უიტკოფმა.
ამასთან, ტრამპის სპეცწარმომადგენელმა თქვა, რომ მიმდინარე კვირას ის ნიუ-იორკში უკრაინელებს შეხვდება.
„მიმდინარე კვირას მე უკრაინელებს ნიუ-იორკში შევხვდები. ეს დიდი სიგნალია. ჩვენ რუსებს ყოველდღე ვესაუბრებით. შესაძლოა, საბოლოო ჯამში ჩვენ ორმხრივი შეხვედრაც ვნახოთ. ჩემი აზრია, რომ საჭირო იქნება, პრეზიდენტ ტრამპის ყოფნა მაგიდასთან გარიგების დასასრულებლად“, – დასძინა ამერიკელმა დიპლომატმა.