ზაალ ანჯაფარიძე: ვიდრე პოლიციელს ხელს გაარტყამდა, მანამდე ფართო საზოგადოება იცნობდა მზია ამაღლობელს? ან იქნებ ვინმემ შეგვახსენოს მისი რაღაც ღირებული ან გამორჩეული საქმიანობა/დამსახურება უფლებადაცვით სფეროში – იჯდა თავისთვის კაბინეტში, ხელმძღვანელობდა არაფრით გამორჩეულ გაზეთს, იღებდა გრანტებს

ვიდრე პოლიციელს ხელს გაარტყამდა, მანამდე ფართო საზოგადოება იცნობდა მზია ამაღლობელს? ან იქნებ ვინმემ შეგვახსენოს მისი რაღაც ღირებული ან გამორჩეული საქმიანობა/დამსახურება უფლებადაცვით სფეროში. იჯდა თავისთვის კაბინეტში, ხელმძღვანელობდა ერთ არაფრით გამორჩეულ გაზეთს, იღებდა გრანტებს. ისმის კითხვა: რისთვის უნდა მისცენ მას ჰაველის სახელობის პრემია? პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის და სააკაშვილის სტილში დადგმული შიმშილობის სცენისთვის? – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ბოლო დროს იმდენი პრემიის გაუფასურება ვიხილეთ, რომ არაა გასაკვირი თუ ამაღლობელსაც მისცემენ პრემიას.

„ვიდრე პოლიციელს ხელს გაარტყამდა, მანამდე ფართო საზოგადოება იცნობდა მზია ამაღლობელს? ან იქნებ ვინმემ შეგვახსენოს მისი რაღაც ღირებული ან გამორჩეული საქმიანობა/დამსახურება უფლებადაცვით სფეროში. იჯდა თავისთვის კაბინეტში, ხელმძღვანელობდა ერთ არაფრით გამორჩეულ გაზეთს, იღებდა გრანტებს. ისმის კითხვა: რისთვის უნდა მისცენ მას ჰაველის სახელობის პრემია? პოლიციელისთვის სახეში გარტყმისთვის და სააკაშვილის სტილში დადგმული შიმშილობის სცენისთვის?
თუმცა ბოლო დროს იმდენი პრემიის გაუფასურება ვიხილეთ, რომ არაა გასაკვირი თუ მისცემენ. იქ სადაც ნიკა გვარამია დააჯილდოვეს ჟურნალისტიკის პრიზით…

ქვემოთ კომენტარში იხილეთ რას წარმოადგენს ვაცლავ ჰაველის პრემია და ვინ არიან მისი ლაურეატები P.S. ცნობისთვის, არსებობს ვაცლავ ჰაველის სახელობის ორი პრემია. ერთი უფლებადაცვით საქმიანობისთვის, მეორე კი “კრეატიული პროტესტისთვის.” სავარაუდოდ სწორედ ამ პრემიაზე წარადგენდნენ ამაღლობელს.“ – წერს ანჯაფარიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...