„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე: ჩემთვის ქობულეთის მერობა დიდი პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა

ჩემთვის ქობულეთის მერობა დიდი პატივი და განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. როდესაც გუნდიდან მივიღე შემოთავაზება ეს მივიღე, როგორც პატივი და შესაძლებლობა ვემსახურო ჩემს კუთხეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ირაკლი ცეცხლაძემ განაცხადა.

ირაკლი ცეცხლაძის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მრავალი პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს, მათ შორისაა, ბულვარის 10 კილომეტრიანი ზოლის დასრულება.

„ქობულეთში სანაპირო ზოლზე მოეწყო სამი ახალი სკვერი. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე სამ სკვერს. მოეწყო ახალი ბულვარი ფიჭვნარში, რომელითაც სანაპირო ზოლი სრულიად გახდა 10 კილომეტრიანი. მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებს მივიყვანთ ბოლომდე, რის შემდეგაც მზადებას დავიწყებთ ახალი პროექტებისთვის“,- აცხადებს ირაკლი ცეცხლაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა გვარამია: ახლა რაც გააკეთა ევროკავშირმა, იყო უდიდესი შეცდომა, მე ჰერჩინსკის...

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია, ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მის ადგილზე ევროპის დღეების აღსანიშნავ ღონისძიებაზე კი არ იცეკვებდა, არამედ, მმართველი...